მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა, შესაძლოა გაუქმდეს - მეზვრიშვილი

5f6cb9da306e9
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 19:27
1195
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა ტვ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით იგეგმება სტანციონარში მოთავსების დროის შემცირება.

„აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის, სტაციონარში მოთავსების დროის შემცირებაზე, როგორ იცვლება მსოფლიო ტენდენცია და პრაქტიკა ჩვენ ამას ვაკვირდებით და ეს პრაქტიკა აქაც გადმოგვაქვს. იგივე იყო კარანტინთან დაკავშირებით, როდესაც 14-დღიანი კარანტინი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით 8-დღემდე შევამცირეთ საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ის სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებულ ცლილებებსაც შეეხო. მისი ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები დღემდე არსებულ შეზღუდვას, რომელიც ტაქსში 3-ზე მეტი ადამიანის ჩასმას ზღუდავს, არღვევდნენ.

"დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი, მსხვილი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საბჭოს ყოველ სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს(ტაქსში 3-ზე მეტი ადამიანის ჩასიმის შეზღუდვის) საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას შემდეგ, რაც ვნახავთ, რომ ცუდ და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმაძღვანელმა.