მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტაქსის ნებართვის გაცემა ფასიანი ქაღალდის სახით იგეგმება - რეფორმის დეტალები

6385b8a516403
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.22 12:07
2715
თბილისის მერის კახა კალაძეს განცხადებით, ტაქსის რეფორმის III ეტაპზე ტაქსის ნებართვა ფასიანი ქაღალდი გახდება. A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ეს ფასიანი ქაღალდი მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ. ამის შესახებ მერმა სატრანსპორტო რეფორმის წარდგენისას ისაუბრა. 

მისი თქმით, ნებართვით სარგებლობა იჯარის, გაგირავების და რეალიზაციის ფორმითაც იქნება შესაძლებელი.

„ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპზე A კატეგორიის ტაქსების ნებართვა გახდება ფასიანი ქაღალდი, ამ კატეგორიის ტაქსი თეთრადაა შეღებილი, თავისი მანიშნებლით, A კატეგორიის მძღოლებს ნებართვა უფასოდ მუდმივ საკუთრებაში გადაეცემათ, ტაქსის ნებართვის წლიური მოსაკრებელი უცვლელი დარჩება, ტაქსების ნებართვების ბაზრის მომსახურება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით განხორციელდება, ნებართვის სარგებლობა როგორც ტაქსის მომსახურებით, ისე იჯარის გირავნობისა და რეალიზაციის ფორმის გადაცემით“, - განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ტაქსების რეფორმის შესახებ მეტ დეტალზე თბილისის მერი უახლოეს პერიოდში აპირებს საუბარს.

ცნობისთვის, საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით - ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი 100 ლარია, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 50 ლარი, ელექტრომობილებისთვის კი - უფასოა.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ვებგვერდის მონაცემებით, ტაქსის ლიცენზია ამ დროისთვის სულ 17 355 ავტომობილს აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები