მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტარიფიკაციის არ გადახედვის სცენარს გამოვრიცხავ“ - გიორგი მინდიაშვილი

60e58dbb50591
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.21 23:18
990
დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტროს განვითარების 10-წლიანი გეგმა წარუდგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დარგის განვითარების ჩარჩო დოკუმენტია და დამუშავებას ექვემდებარება.

გრძელვადიანი სტრატეგიის წარდგენისას ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ტარიფიკაციის გადახედვის საკითხსაც შეეხო, რასაც სამინისტრო დიდი ხანია განიხილავს.

ელის თუ არა დარგი სახელმწიფოს მხრიდან ტარიფების არ გადახედვას - ამ კითხვით ჟურნალისტებმა „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურ დირექტორს სტრატეგიის წარდგენის შემდეგ მიმართეს.

გიორგი მინდიაშვილი ჯანდაცვის განვითარების გრძელვადიანი გეგმის განვითარებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ დარგისთვის გრძელვადიანი დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ტარიფიკაციის ნაწილს, ამაზე სამინისტროსთან მუშაობა გაგრძელდება. როგორც დღეს ითქვა ეს დოკუმენტის პირველადი ვერსიაა, რომელიც ტარიფიკაციის ნაწილს მოიცავს და უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში გაიხსნა კარი იმისთვის, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები გაგრძელდეს, რათა საბოლოო დოკუმენტი მივიღოთ, რომელიც ტარიფიკაციის იმ პრობლემებს მოიცავს, რომლის წინაშეც დღეს ჯანდაცვის სისტემა დგას.

გამოვრიცხავ იმ სცენარს, რომ ტარიფიკაციის გადახედვა არ მოხდეს, იმიტომ რომ მინისტრი და პრემიერი ამ საკითხს დღესაც შეეხნენ და ყველა მხარეს ჩართულობისკენ მოგვიწოდეს. ჩემთვის ეს იყო სიგნალი, რომ ტარიფებთან მიმართებით მოლაპარაკებები სასურველი შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება, რაც 10-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში ჯანდაცვის განვითარების სტაბილური გარანტი იქნება“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.