TAV Airports-მა ხელი მოაწერა აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ყაზახეთის მთავარი საჰაერო კარიბჭის ალმატის აეროპორტის შესაძენად. ალმატის აეროპორტი არის მე-15-ე აქტივი TAV-ის გლობალურ ქსელში.
Groupe ADP-ის წევრმა TAV Airports-მა წილების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ალმატის აეროპორტის 100% წილის და მისი კონსორციუმის პარტნიორი VPE Capital-ის შესაძენად გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, TAV Airports-ი ყიდულობს ალმატის აეროპორტს და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს 450 მილიონ დოლარად.
TAV Airports-ის წილი მთლიან კონსორციუმში იქნება არა ნაკლებ 75%. აქციების ტრანსფერი განხორციელდება ყველა იურიდიული პროცედურის დასრულების შემდეგ. ალმატის აეროპორტი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან გაჩერებას უძველეს "აბრეშუმის გზაზე". ალმატი, ასევე, წარმოადგენს სტრატეგიულ გზაშესაყარს "ერთი სარტყელი – ერთი გზის" პროექტის ფარგლებში.
"მოხარულნი ვართ ალმატის აეროპორტი, რომელიც აზიას და ევროპას შორის მთვარ სატრანზიტო ჰაბს წარმოადგენს, ჩვენ პორტფოლიოს შევმატოთ. ალმატი "ახალი აბრეშუმის გზას" სტრატეგიულ მონაკვეთში მდებარეობს. როგორც ცნობილია, "ახალ აბრეშუმის გზას" ჩინეთმა დაუდო სათავე და ის ევროპას და აფრიკას უკავშირდება საჰაერო ტრანსპორტის და გადაზიდვების საშუალებით. ყაზახეთი წარმოადგენს რეგიონის უდიდეს ქვეყნაას, როგორც გეოგრაფიული, ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ხოლო ალმატი არის უდიდესი ქალაქი ქვეყანაში, რომლის წილი ყაზახეთს მშპ-ში 20%-ია.
გვჯერა, რომ ალმატის აეროპორტს ზრდის სერიოზული პოტენციალი გააჩნია და ჩვენ ვიზრუნებთ ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის", – განაცხადა TAV Airports-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა სანი სენერიმ.
ყაზახეთის ავია ფლაგმანის "ეა ასტანას" ბაზას ალმატის აეროპორტი წარმოადგენს და 2019 წელს ის მოემსახურა 6.4 მილიონ მგზავრს, რაც 13%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. Bek Air, SCAT Airlines და Qazak Air, ასევე, იყენებენ ალმატის აეროპროტს, როგორც მათ ბაზას. 2018 წელს აეროპორტი მოესამხურა 58K ტვირთს (ყაზახეთის მთლიანი ტვირთბრუნვის 70%-ს) და არსებობს ამ მოცულობის მნიშნველოვანი ზრდის პოტენციალი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ