“ამ ეტაპზე ეს ნამდვილად არის ფორსმაჟორული სიტუაცია. ამ თემებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან – ეკონომიკის სამინისტროსთან. ასევე, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი და ვფიქრობ, რომ ამის აღიარება მოხდება; ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს ეს", - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.
ზაქარაძის თქმითვე, TAV Georgia-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს გასული 7 თვის ფორსმაჟორად აღიარებისთვის განაცხადით უკვე მიმართა.
"ფაქტობრივად, მარტის დასაწყისიდან აეროპორტი არის დაკეტილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შემცირებულია 98%-ით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაში კი, პრაქტიკულად 100%-ით. ასე, რომ ფორსმაჟორი სხვა მეტი არაფერი არ არის”, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
TAV Georgia: პანდემიის გამო, აეროპორტის მგზავრთნაკადი 15 წლის წინანდელ ნიშნულზეა