მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TAV Georgia: პანდემიის გამო, აეროპორტის მგზავრთნაკადი 15 წლის წინანდელ ნიშნულზეა

5f6868bbc02de
ლიკა გურაბანიძე
21.09.20 13:27
1201

“TAV Georgia-თვის პანდემია გამოწვევა ნამდვილად არის. ის სიცარიელე და სიჩუმე რაც აეროპორტშია, ჩვენთვის ძალიან მძიმეა", - ამის შესახებ თბილსის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” გიორგი მოლოდინაშვილის რუბრიკაში საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 2005 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა.

"TAV Georgia საქართველოს ბაზარზე 15 წელია ოპერირებს. კომპანიამ პირველი ინვესტიცია 2005 წელს განახორციელა. 2005 წელი ჩვენ 545 ათასი მგზავრით დავხურეთ, ახლა 2020 წლის სექტემბერში, სწორედ პანდემიის გამო, 2005 წლის მონაცემებს დავუბრუნდით", - განმარტა ზაქარაძემ.