მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტავ ჯორჯიას“ პირველად ქართველი მენეჯერი უხელმძღვანელებს

60d44c0d25dbb
თელარა გელანტია
24.06.21 13:04
1628
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს. გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თეა ზაქარაძე 23 ივნისს დაინიშნა.

2005 წლიდან თეა ზაქარაძე კოპმანიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ბოლო 10 წელი კი გენერალური მენეჯერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ცნობისთვის: “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.

საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.

2017 წელს „ტავ ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.

"TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.