ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, თიბისის და „თბილღვინოს“ მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებას. ამ საფინანსო ორგანიზაციების ნდობითა და ხელშეწყობით „თბილღვინოს“ შემდგომი განვითარებისთვის გამოიყო 12 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.
„თბილღვინოს“ თიბისისთან 22 წლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. ასევე, აქვს გამოცდილება სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის. 2011 და 2013 წლებში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) გაცემული სესხით მისი კაპიტალის ზრდას შეუწყო ხელი.
კონკურენტუნარიანობის გაზრდა და ღვინის სექტორში მნიშვნელოვანი გარღვევების განხორციელება - ახალი საკრედიტო პაკეტის ფარგლებში „თბილღვინოში“ სწორედ ეს მიზნები აქვთ დასახული. კონკრეტულად კი კომპანიის გეგმაში საქვევრე მეურნეობის აშენება, ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზის შეძენა/გამართვა და ქართული ყურძნის ენდემური ჯიშების ვენახების გაშენება შედის.
„თბილღვინო“ მომავალი წლიდან საქართველოში საქვევრე მეურნეობის უნიკალური მეთოდით აშენებას იწყებს, რომელიც გულისხმობს EBRD-ის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან თავსებადობას, ბუნებრივი, ეკოლოგიური მასალებითა და ტრადიციული მეთოდით მშენებლობას.
„აქ განთავსებულ ქვევრებში დამზადდება სხვადასხვა ქართული ჯიშის ქვევრის ღვინო. იმავე შენობაში მოიაზრება სტუმრების მისაღები სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ღვინის დეგუსტაცია, სასიამოვნო დროის გატარება და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა“, - ამბობს კომპანიის დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი.
მეორე პროექტი, გაზრდილი წარმადობის, მაღალტექნოლოგიური და ამავდროულად ენერგოეფექტური ჩამოსასხმელი ხაზის შესყიდვაა. „თბილღვინოში“ ამბობენ, რომ ეს გერმანულ-იტალიური, თანამედროვე, მათ მოთხოვნებზე მორგებული საწარმოო აღჭურვილობა იქნება, რაც საექსპორტო პოტენციალის გაზრდის წინაპირობაა.
მესამე პროექტი კი ის მიმართულებაა, რომელიც კომპანიამ 2013 წლიდან დაიწყო და დღემდე გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად ავითარებს - ვენახების ქართული უნიკალური ყურძნის ჯიშებით განაშენიანება წვეთოვანი მორწყვის სისტემის გამოყენებით.
„თბილღვინო“ წარმოების სრულ ჯაჭვს მართავს, რაც ღვინის საუკეთესო ხარისხს განაპირობებს. პირველი ვენახი 2013 წელს გავაშენეთ, დღეისთვის კი საკუთარი ვენახები (405 ჰა) განთავსებულია კახეთის საუკეთესო მიკროზონებში, ქინძმარაულში, მუკუზანსა და წინანდალში. ბოლო ათწლეულია განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართულ უიშვიათეს ენდემურ ჯიშებს. 2022 წელს შევქმენით ქვევრის მცვივანი, ხოლო 2023-ში ჩვენი ვენახებიდან მოწეული ყურძნით ისეთი საინტერესო ღვინოების წარმოებას ვაპირებთ, როგორიცაა ვარდისფერი რქაწითელი და ბუდეშური საფერავი. მოხარული ვართ, რომ სამომავლო პროექტებით კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოვუტანთ ქართულ ღვინოს და ღირსეულად განვაგრძობთ ღვინის 8000-წლიან ტრადიციას.“- ამბობს კომპანიის დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი