მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისი ენერჯი" აბონენტებს დისტანციური მომსახურების სერვისს სთავაზობს

5e6f9cc5c6ce9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 21:30
2649
მივიღეთ გადაწყვეტილება აგვერიდებინა ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების უშუალო კონტაქტი, - ამის შესახებ BM.GE-ის „თბილისი ენერჯის“ დირექტორმა კომერციულ და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში ედიშერ ხორავამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით მიიღო.

„თბილისი ენერჯის“ კომპანიის აბონენტები გაყოფილნი არიან ორ ნაწილად: დაახლოებით 70% მრიცხველების განთავსებულია საცხოვრებლების გარეთ, შესაბამისად იქ მომსახურება პრობლემას არ წარმოადგენდა და ჩველებრივად ვემსახურებით.

რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს - აქ მრიცხველები სახლებს შიგნით არის განთავსებული და შესაბამისად ჩვენ თანამშრომლებს ანათვლის აღების პროცესში უწევდათ შესვლა ბინებში და კონტაქტი მომხმარებელთან.

დღეს გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება აგვერიდებინა ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების უშუალო კონტაქტი, ამიტომ მომხმარებელს შევთავაზეთ ასეთი მომსახურება, რომ ჩვენი თანამშრომლები დისტანციურად ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდებიან მათ, საჭირო დროს და დისტანციურად მოხდება მრიცხველზე იმ მომენტისთვის დაფიქსირებული ანათვლების აღება, ანუ მომხმარებელი უკარნახებს ტელეფონის საშუალებით მონაცემებს, ვისაც საშუალება ექნება ჩვენს თანამშრომელს გამოუგზავნის მრიცხველის ჩვენების ფოტოს და შესაბამისად 100%-ით იქნება გამორიცხული ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლის კონტაქტი“, - განაცხადა ედიშერ ხორავამ.

მისივე თქმით, კომპანიამ თანამშრომელთა ნაწილი დისტანციური მომსახურების რეჟიმზე უკვე გადაიყვანა და მიმდინარეობს სხვა თანამშრომელბის გადაყვანაც.

„ჩვენი საქმიანობა წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მომსახურებას მოსახლეობისთვის. ამიტომ ჩვენ სრულად ვერ შევწყვეტთ სამუშაო პროცესს. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა დაიწყო. გარკვეული რადენობა დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ, ისინი სახლიდან მუშაობენ და ასრულებენ თავიან მოვალეობას. ეს პროცესი გრძელდება და ყოველდღიურად გადაგვყვავს თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე. კომპანია დაიტოვებს იმ გარკვეული გადაუდებელი სამუშაობზე მომუშავე თანამშრომლებს, რომელთა დროული რეაგირება მნიშვნელოვანია ქალაქში მომხდარ სხვადასხვა შემთხვევებისა თუ გამოძახებების შემთხვევაში რეგირების მოსახდენად“, - განმარტა „თბილისი ენერჯის“ დირექტორმა კომერციული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში.