„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტია, რომელიც თითქმის ნახევარ მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება,მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს.
კომპანიის კომერციული დირექტორი ედიშერ ხორავა BMGtv-ის გადაცემაში ,,საქმიანი დილა" აცხადებს, რომ კომპანიამ ოპერირების 5 წლის მანძილზე 171 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აქედან, მხოლოდ 2023 წელს 30 მლნ ლარი.
"როგორც იცით "თბილისი ენერჯი" უკვე 5 წელია ოპერირებს ბაზარზე. საერთო ჯამში ამ 5 წლის განმავლობაში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა 171 მლნ ლარი. კონკრეტულად 2023 წელს ეს თანხა დაახლოებით 30 მლნ-ია, რაც ერთ-ერთი სარეკორდო მაჩვენებელია. წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი წარიმართა ქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესებაში. აქ იგულისხმება, ქსელის რებილიტაცია, ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაცია. ასევე, უსაფრთხოების საკითხები, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ქალაქის გაზმომარაგება წლიდან წლამდე გაუმჯობესდეს. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი მიმართული იყო მომსახურების გაუმჯობესებაზე და კომპანიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. ამ მიმართულებით განხორციელდა არა ერთი დიდი პროექტი. მათ შორის გამოვყოფდი, მომსახურების ცენტრების რებრენდინგს. ასევე, კომპანიასთან კომუნიკაცია გამარტივდა და ეს პროცესი გახდა ბევრად კომფორტული. შევქმენით მომხმარებლის კაბინა და აპლიკაცია, რითაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება კომპანიასთან უპრობლემოდ დაამყაროს კომუნიკაცია. ასევე აღსანიშნავია ე.წ. ჭკვიანი ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი აქტივობები", - განაცხადა ხორავამ.
წამყვანის კითხვაზე, როგორი იქნება ინვესტიციები 2024 წელს და რა მიმართულებებს განავითარებს კომპანია მომავალ წელს, ხორავა ამბობს, რომ ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიის მიზანია უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდა და ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვა.
,,ჩვენი პრიორიტეტი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები და პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლის კომფორტის ზრდას ჩვენთან ურთიერთობაში. ასევე, დაგეგმილი გვაქვს უსაფრთხოების კომპონენტის გაუმჯობესების ღონისძიებები,რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს CO-თი ინტოქსიკაციით გარდაცვალების შემთხვევები გახდეს ნულოვანი. ცხადია, ყველაზე დიდი მიმართულება იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება და კომპანიაში დანერგვა, რათა ბიზნესს პროცესი იყოს აბსოლუტურად სანდრო და გამჭვირვალე", - განაცხადა "თბილისი ენერჯის" კომერციულმა დირექტორმა ,,საქმიან დილაში".