მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულ რეაბილიტაციაზე ₾3 მლნ დაიხარჯება - თბილისი ენერჯი

გაზის ქსელი

რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში „თბილისი ენერჯი“ სრული დატვირთვით ჩაერთო.

კომპანიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გაზის ქსელის რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.

"დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამორტიზებული გაზის ქსელი ევროპული სტანდარტის მილებით იცვლება. დამონტაჟდება უახლესი დაცვის მექანიზმები და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

განახლებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად შეამცირებს ავარიული დაზიანებების რისკს და აბონენტების უწყვეტ და უსაფრთხო გაზმომარაგებას უზრუნველყოფს", - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები