"თბილისი ენერჯის" განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მთაწმინდისა და ძველი თბილისის რაიონებში გაზმომარაგება დროებით 13 000 აბონენტს შეუწყდება.
კომპანიის ცნობით, გაზმომარაგება შეწყდება 31 ოქტომბერს, 21:00 საათზე, ხოლო აღდგენა დაიწყება 1 ნოემბერს, 11:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათამდე.
"გთხოვთ, გამოიჩინოთ ყურადღება და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
გაზის სუნის შემთხვევაში დარეკეთ ცხელი ხაზი: +995 32 240 40 04
სწრაფი რეაგირების სამსახური: 114",- აღნიშნავენ კომპანიაში.
























