მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი მედიკი Johnson & Johnson medical-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა

607ec765e8870
BM.GE
20.04.21 16:18
5478
სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან. სწორედ ამიტომ, თანამედროვე კლინიკები, ლაბორატორიები და ჰოსპიტლები აღჭურვილია სპეციალიზირებული ინვენტარით, რომელთა გარეშე პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა შეუძლებელი იქნებოდა.

ამ მხრივ, უკვე 10 წელია, საქართველოს სამედიცინო ბაზარზე თბილისი მედიკი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ოფიციალური და ექსკლუზიური დისტრიბუტორის სახელს ინარჩუნებს ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა: Nidek, Ortho-clinical diagnostic, Gima, Mindray, Sonoscape, Turmed.

2021 წლის მარტში თბილისი მედიკი კიდევ ერთხელ მოექცა სამედიცინო სექტორის ყურადღების ქვეშ. ამჯერად, როგორც გლობალური ბრენდის Johnson & Johnson medical-ის ოფიციალური დისტრიბუტორი.

Johnson & Johnson medical-ი 130 წელზე მეტია მომხმარებლებს მაღალი კლასის სამედიცინო ინვენტარით ამარაგებს და მიზნად ისახავს ადამიანთა კეთილდღეობის შენარჩუნებას ცხოვრების ყველა ეტაპზე, პრემიუმ პროდუქტებისა თუ სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდით.

თბილისი მედიკი, Johnson & Johnson medical-ის პროდუქტების ფართო სპექტრით მარაგდება, მათ შორის Ethicon Inc.-ის უმაღლესი ხარისხის სახარჯი მასალებითა და უნიკალური ქირურგიული ინსტუმენტებით (ძაფები, დრენაჟები, ჰემოსტატიკები, ბადეები).

Ethicon Inc.-ი 100 წელზე მეტია აქტიურად აწარმოებს ქირურგიულ მასალებს. ბრენდის ინოვაციური, ბიოქირურგიული პროდუქცია გამოიყენება ოპერაციის შემდგომი გართულებების შესამცირებლად. მათ შორის, გამორჩეულია წებო დერმაბონდი, რომელიც არ საჭიროებს ზედაპირულ ნაკერებს, არ ტოვებს ნაწიბურს და იდეალურია სახეზე ნებისმიერი ჭრილობის დროს.
თბილისი მედიკი მიზნად ისახავს ერთიანი ქსელის შექმნას, სადაც თავმოყრილი იქნება თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ინვენტარი და დგას ისეთ ფასეულობებზე, როგორებიცაა: პასუხისმგებლობა, სიმარტივე, ნდობა და განვითარება.

მსოფლიოს მოწინავე მწარმოებლებთან თანამშრომლობით, თბილისი მედიკი მუდმივად განვითარების პროცესშია. თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სერვისებთან/პროდუქტებთან უწყვეტი წვდომა კი განაპირობებს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას, რაც მას ეხმარება საკუთარი მისიის შესრულებაში – გაუმარტივოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.