მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისი მედიკმა“ ხარისხის მართვის სისტემების სერტიფიკატი ISO 9001 მიიღო

63f23c85c53f5
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 09:10
1341
სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების, პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანია „თბილისი მედიკმა“ ხარისხის მართვის სისტემების სერტიფიკატი - ISO 9001 მიიღო.

„თბილისი მედიკი“ ქვეყანაში 13 წელია ოპერირებს და პარტნიორ კომპანიებს მაღალი ხარისხის სამედიცინო პროდუქტთან ერთად სამედიცინო აპარატურის მონტაჟს და მის შემდგომ ყველა საჭირო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში მათი მენეჯმენტის მთავარ მიზანი ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის იმპორტი იყო, რაც შემდგომში კომპანიის მთავარ ხედვას დაედო საფუძვლად - „ხარისხის და ფასის იდეალური თანხვედრა“. კომპანიის განვითარების 10-წლიანი ისტორიის შემდეგ, 2022 წლის დასაწყისში „თბილისი მედიკმა“ ხარისხის მართვის სისტემების სერტიფიკატის მიღებაზე დაიწყო მუშაობა. კომპანიაში აცხადებენ, რომ სიახლეების მუდმივი დანერგვითა და ეფექტური მომსახურებით სამედიცინო სფეროს განვითარებას უწყობენ ხელს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ხომერიკი ამბობს, რომ ISO სერტიფიცირებაზე ფიქრი დღის წესრიგში ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე დადგა.

“თბილისი მედიკმა” განვითარების იმ დონეს მიაღწია, როდესაც თითოეული მნიშნელოვანი პროცესის სტანდარტიზაცია და მისი აღმწერი დოკუმენტის შექმნა ესაჭიროება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ISO 9001:2015 სერთიფიკატის მონიჭებისას. აქედან გამომდინარე პროექტზე მუშაობა 2022 წლის დასაწყისში დავიწყეთ.

ჩვენდა სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ სერთიფიკატის მონიჭება საკმაოდ მოკლე დროში მოვახერხეთ. მუშაობის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ჩვენს კომპანიაში არსებული პროცესების მართვის სტილი უმეტესწილად ISO სტანდარტთან თანხვედრაში იყო, შესაბამისად, პროცესების ძირეული გარდაქმნა არ დაგვჭირვებია“, - განმარტავს „თბილისი მედიკის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სერტიფიცირების პროცესის გავლა „თბილისი მედიკისთვის“ არც თუ ისეთი რთული პროცესი აღმოჩნდა. ლევან ხომერიკი ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს ერთი მხრივ პროცესში „თბილისი მედიკის“ გუნდის წევრების აქტიური ჩართულობით, ხოლო მეორე მხრივ კონსულტანტი კომპანიის ISO Group-ის მაღალი კვალიფიკაციით იყო განპირობებული.



„თბილისი მედიკისთვის“ უმთავრესი მიზანი ბიზნესპროცესების სტანდარტიზაცია და აღმწერი დოკუმენტების კომპანიას უფრო მდგრადს გახდის. გარდა ამისა, ISO სერთიფიკატის მიღება ჩვენი ბრენდის ღირებულებას ზრდის და როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობაში დაგვეხმარება“, - უთხრა BM.GE-ს ლევან ხომერიკმა.

ცნობისთვის: კომპანია „თბილისი მედიკი“ საქმიანობის ისტორია 2010 წლიდან იწყება. კომპანია სამედიცინო პროდუქციის: აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას, ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას ახორციელებს.

ამ ეტაპზე კომპანიის შოურუმში 5 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი. მათ შორის ექოსკოპიის აპარატები, ანალიზატორები, ლაპარასკოპიული აპარატურა, პაციენტის დაკვირვების მონიტორები, ელექტროკარდიოგრაფები, ლინეომატები, პულსოქსიმეტრები, სუნთქვის და სანარკოზე აპარატები, ფუნქციონალური საწოლები, ინსტრუმენტების მაგიდები, შირმები, შტატივები, გასასინჯი და საოპერაციო მაგიდები, განათებები და ბევრი სხვა მსგავსი ტიპის პროდუქცია.

კომპანია „თბილისი მედიკი“ არის ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში როგორიცაა: Johnson & Johnson, Nidek, Beurer, Sono Scape, Sümer, DermLite, Comen, DrDeppe და სხვა.

დაარსების დღიდან კომპანია როგორც B2B, ასევე B2C მიმართულებით ოპერირებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები