მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tbilisi Open Air ერევანში ღონისძიებას ჩაატარებს

61b1cefe27af1
მარიამ ვარადაშვილი
09.12.21 17:42
456
Tbilisi Open Air-ისა და კლუბ “ხიდის” თანამშრომლობით, ერევანში ღონისძიებების სერიის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ bm.ge-ს ”ალტერ ვიჟენ ჯგუფის” წარმომადგენელმა ვახო ბაბუნაშვილმა განუცხადა.

Tbilisi Open Air-ის ინფორმაციით, სერიის პირველი ღონისძიება შაბათს, 25 დეკემბერს, ისტორიული მნიშვნელობისა და თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და გამორჩეულ სივრცეში Ayrarat გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: მწვანე ოთახი // MokuMoku // Reincarnation Orchestra // Autumn Tree // Sevda // hessIless // Resurrêction.
ბაბუნაშვილის თქმით, ღონისძიების ჩატარება უკრაინაშიც იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო.