მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tbilisi Open Air-ის მერჩენდაიზი ველიზეა!

647f41e7f2bd6
BM.GE
06.06.23 18:15
835
Tbilisi Open Air და VELI.store დამეგობრდნენ. თანამშრომლობის შედეგად, ოფიციალური მერჩენდაიზის შეძენა ველიზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

“გვიხარია, რომ წელს VELI.store-თან დავმეგობრდით. პირველი წელია და იმედი გვაქვს, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. რაც შეეხება ჩვენს მერჩენდაიზს, შევეცადეთ Tbilisi Open Air-ის ხალისიანი და მხიარული განწყობილება ჩვენს პროდუქტებზე გადმოგვეტანა.” - ხატია გელოვანი, ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის წევრი.

უკვე მრავალი წელია, მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air თავისუფლების იდეის გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს და მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს ქმნის.



ეს მერჩენდაიზი სწორედ ამ ძვირფასი მოგონებების შესანახად შეიქმნა. მაშინაც კი, თუ ფესტივალზე თავად ვერ მიდიხარ ან გინდა, შენი ემოციები მეგობარს გაუზიარო, ველიდან სასურველი ნივთის სასაჩუქრე შეფუთვით გაგზავნა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ შეგიძლია.

“ველი ყოველთვის ზრუნავს მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების შეთავაზებასა და ონლაინ შოპინგის გამოცდილების გაუმჯობესებაზე, Tbilisi Open Air-თან დამეგობრებაც ამ ყველაფრის ნაწილია. Ძალიან გვახარებს, რომ ველის მომხმარებლებს და ზოგადად Tbilisi Open Air-ის მოყვარულებისთვის ეს მერჩენდაიზი უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ” - მარიამ ცანავა, ველის ბრენდის ხელმძღვანელი

მერჩენდაიზის შეძენა ვებგვერდიდან უკვე შესაძლებელია.




(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები