მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა

5e78ffafbe676
BM.GE
23.03.20 22:25
1469
კორონავირუსთან ბრძოლაში იტალიის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა და დედაქალაქის საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა.

"საქართველო თქვენ გვერდით არის! ჩვენ გვჯერა იტალიის გამარჯვების! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მეგობარ იტალიას უგზავნის", - იტყობინება თბილისის მერია.

შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 64 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. დაიღუპა 6 000-ზე მეტი.