ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-მა მილანის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყო - ინფორმაციას მილანის ბერგამოს აეროპორტი ავრცელებს.
მათი ცნობით, აეროპორტმა დღეს თბილისიდან ქართული ავიაკომპანიის პირველი ხომალდი მიიღო, მილანის ბერგამოს აეროპორტისთვის რიგით 143-ე მიმართულებაა. Georgian Airways-ი 23 ივნისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.