მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს იტალიაში ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ISTAT

ტურიზმი

გასულ წელს იტალიაში ტურიზმმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და, კოვიდპანდემიის შემდეგ პირველად, შიდა ტურიზმის ნაცვლად, მოგზაურთა უმრავლესობა უცხო ქვეყნებიდან იყვნენ - ამის შესახებ იტალიის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ISTAT იტყობინება.

მათი ინფორმაციით, სასტუმროებში რეგისტრირებული მიმართვიანობა გასულ წელს 13.4%-ით გაიზარდა და 134 მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნისათვის რეკორდულია. ღამის გასათევ დაწესებულებებში ტურისტების მიერ გატარებული ღამეების საერთო რაოდენობა კი 10%-ით, 451 მილიონამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იტალია მოგზაურებისთვის დანიშნულების გამორჩეულ პუნქტად, უკვე დიდი ხანია მოიაზრება. სწორედ ამიტომ, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, პიკურ პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა ყველაზე მოთხოვნად რეგიონებში დაარეგულიროს.

ამის მაგალითია ვენეციის მიერ ტურისტებისთვის დაწესებული მოსაკრებელი 5 ევროს ოდენობით, რომლის გადახდაც მოუწევს ყველა ტურისტს, რომელიც ყველაზე დატვირთულ პერიოდში ვენეციაში ერთი დღით ჩასვლას დაგეგმავს.

ISTAT-ის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში ძლიერი წლიური ზრდა ლაციოსა და ლომბარდიის რეგიონში დაფიქსირდა, რაც, ბუნებრივია, მილანსა და რომში მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნით აიხსნება. ამავე დროს, უცხო ქვეყნის რეზიდენტების ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში, მაგალითად, ვენეციაში, ქვეყნის სამხრეთით კი პირიქით - შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები