მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ბიუჯეტი 2020 წელს მილიარდ 200 მილიონ ლარამდე იქნება

5d944f7fe4847
ელენე გოგბერაშვილი
02.10.19 11:21
2183
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს დედაქალაქის მთავრობის დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცოტა ხნის წინ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, 2019 წლის მიმდინარე ბიუჯეტი 1 მლრდ 79 მლნ ლარს შეადგენს, რამაც შექმნა შესაძლებლობა დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულიყო.

კალაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტი და ის 1 მლრდ 200 მლნ ლარამდე იქნება.

„მე მქონდა კომუნიკაცია პრემიერ მინისტრთან, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ 2020 წლის ბიუჯეტი და განსახორციელებელი პროექტები.

2020 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტი, 1 მლრდ 200 მლნ ლარამდე. ცენტრალურ ხელისუფლებას მინდა მადლობა გადავუხადო მხადაჭერისთვის იმიტომ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა მეტი პროექტი განვახაროციელოთ თბილისისთვის და ეს თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება ყველასთვის“-განაცხადა კახა კალაძემ.