მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის N12 ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა

5ddbf7a05aa8b
BM.GE
25.11.19 20:23
883
თბილისის N12 ბაგა-ბაღში 4-თვიანი პაუზის შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდა. საბავშვო ბაღის შენობაში სრულად განახლდა ინტერიერი - ჩატარდა სამღებრო სამუშაოები, შეიცვალა ელექტროსისტემა, მოეწყო სახანძრო  უსაფრთხოების სისტემები, განახლდა იატაკი, კარები, განათებები, გამწოვი სისტემები და სხვა ინვენტარი, სამგორის რაიონის გამგეობამ კი ბაგა-ბაღის ეზოში
ასფალტის საფარი დააგო.

ბაგა-ბაღის ადმინისტრაცია აღსაზრდელებს გასართობი ღონისძიებითა და  ანიმატორების შოუთი დახვდა. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ განაცხადა, საბავშვო ბაღი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო რეაბილიტაციამდე.

"გარდა იმისა, რომ მთელ შენობაში ინტერიერი იყო სრულიად ამორტიზებული, ბაღს არ ჰქონდა შემოსასვლელი გზა. სამგორის გამგეობის დახმარებით, დღეს ბაღის ეზოში გადაადგილება უსაფრთხოდ არის შესაძლებელი", - განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, პროექტზე 200 000-მდე ლარი დაიხარჯა.