მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში საბავშვო ბაღებს ამოწმებენ - ერთი თვის ვადაში ყველა ბაღი შემოწმდება

საბავშვო ბაღი შემოწმება

ბათუმში მუნიციპალური საბავშვო ბაღების სანიტარიულ-ჰიგიენური და პროდუქტების ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს. როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სამსახური იტყობინება, მონიტორინგის ჯგუფი ერთი თვის განმავლობაში ყველა მუნიციპალურ საბავშვო ბაღს შეამოწმებს.

გეგმურ მონიტორინგსა და შემოწმებას მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი და სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება, „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, ახორციელებს.

მოწმდება პროდუქტების ხარისხი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციები.

ბათუმში სულ 35 საჯარო საბავშვო ბაღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები