მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ქუჩები, რომელთაც დღეს წყალი 24 საათის განმავლობაში შეუწყდებათ

6064b2a0e1f3b
BM.GE
01.04.21 00:06
1538
Georgian Water and Power-ი განცხადებას ავრცელებს და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

"შპს "კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 1 აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნისა და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

დიდ დიღომში: ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალის, იოანე პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდისა და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.

ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასი ათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.

ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადისა და ენერგეტიკის ქუჩებს",- ნათქვამია განცხადებაში.