მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები მონტაჟდება

5e6786ed4e4fe
ინგა მურუსიძე
10.03.20 16:17
1669
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები მონტაჟდება. 

„აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება. მათი ცნობით, ქუთაისის და თბილისის აეროპორტებში სკანერები უკვე დამონტაჟდა, ხოლო ბათუმში დამონტაჟება ამ წუთებში მიმდინარეობს. 

„თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე დაერთებული კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდება ოპერატორს, რომელიც თავისმხრივ გადასცემს ინფორმაციას შესაბამის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის.

პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება“, - ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ გავრცელებულ ინფორმაციაში.