მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში წყლის ჩამოსვლის მიზეზს განმარტავს

ქუთაისი

აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში წყლის ჩასვლას ადასტურებს. უწყებაში BMG-ის უთხრეს, რომ აეროპორტის სახურავიდან წყალმა გაჟონა და ამ საკითხზე მოკვლევაც ჩაატარეს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, სადაც, უხვი ნალექის გამო, სახურავიდან წყალმა გაჟონა, ამ წუთებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება მიზეზებს, ამ საკითხზე ჩატარებულია შესაბამისი მოკვლევა და ამჟამად მიმდინარეობს ფასადის გარე პერიმეტრის შეფუთვის შესყიდვასთან დაკავშირებული პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დასავლეთ საქართველოში ბოლო თვეებში მოსული ნალექის რაოდენობა აჭარბებს აქამდე არსებული უხვი ნალექის 20-30 წლიან სტატისტიკას", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

ქუთაისის აეროპორტის დარბაზში წყლის ჩასვლაზე ინფორმაცია თავდაპირველად "მთავარმა არხმა გაავრცელა.

მთავარი ფოტო: "მთავარი არხი"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები