მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს "მეტრო ჯორჯიას" ავტობუსებიც მოემსახურებიან

ასაფრენ-დასაფრენი ზოლი

აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი 3-მა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა.

,,ჯორჯიან ბას“ და ,,ომნიბუსს ექსპრეს“-თან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯია” განახორციელებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიამ აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, “მეტრო ჯორჯია”, სხვა კომპანიების მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს. ის საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის Metro-ს პარტნიორია საქართველოში და სატრანსპორტო სფეროში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. მომხმარებელს ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე metrogeorgia.ge უკვე შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები