მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისმა რომი გაანადგურა" - Ryanair-ის სოციალური მედიის მენეჯერები <VIDEO>

5e567e86168b6
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.20 18:50
7234
Ryanair-ის სოციალური მარკეტინგის გუნდის წევრები სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში მონაწილეობენ, სადაც საუბარია იმ კამპანიაზე, რომელშიც თბილისი Ryanair’s 2020 Destination-ის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ვიდეო თავად ავიაკომპანიის facebook გვერდზეც გამოქვეყნდა. 

Ryanair’s 2020 Destination-ის კამპანიაში თბილისის გამარჯვებაზე ავიაკომპანიის სოციალური მედიის მენეჯერები დევიდ ალკინი და სტივენ გორმანი ყვებიან, თუ როგორი მოულოდნელი იყო ეს შედეგი მათთვის.

„გამარჯობა თბილისი! მე ვარ დევიდ ალკინი "რაინეარის" სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი. ერთ დღეს სტივენი მოვიდა ჩემთან იდეით, დაგვეპირისპირებინა "რაინეარის" მიმართულებები, სადაც მსოფლიო თასის პრინციპით, ერთმანეთს დავუპირისპირებდით ქალაქებს და ხალხის ხმებით გამოვავლენდით გამარჯვებულს.

ორშაბათს დილით კი, შედეგები ვნახეთ და თბილისს ხმების 80% ჰქონდა! 80% რომის წინააღმდეგ?! თბილისმა რომი გაანადგურა. დაუჭირეთ მხარი "რაინეარს" პოლში, მიეცით ხმა თბილისს! 24 საათში თბილისს უკვე ხმების 90% ჰქონდა მიღებული. ერთმანეთს ვეუბნებოდით - კარგი ... თბილისში რაღაც ხდება! საქართველოში რაღაც ნამდვილად ხდება. თანდათან აშკარა ხდებოდა, რომ თბილისი მოიგებდა და თან ძალიან დიდი სხვაობით; როცა ვიღაც ინსტაგრამის სთორიზე გვნიშნავს, შეტყობინებას ვიღებთ და ძალიან სახალისო იყო, როდესაც შეტყობინებები არ ჩერდებოდა, მოდიოდა და მოდიოდა და მოდიოდა. ამ შეჯიბრში თბილისის გამარჯვებას არ ველოდით. საბოლოოდ მივედით დასკვნამდე, რომ ქართველებმა უბრალოდ მიზნად დაისახეს თბილისის პირველ ადგილზე გაყვანა, რამაც ძალიან გაგვახარა“, - ამბობს Ryanair-ის სოციალური მედიის უფროსი მენეჯერი.

ვიდეო რგოლში კამპანიის მიმდინარეობაზე ყვება მეორე მენეჯერიც:

„გამარჯობა თბილისი! მე ვარ სტივენ გორმანი რაინეარის სოციალური მედიის მენეჯერი. პირველ რაუნდში თბილისი რომს შეხვდა და მახსოვს, ჩემი და დეივიდის საუბარი - ვეუბნებოდი რომ რომთან დაპირისპირება თბილისს გაუჭირდებოდა... რომი ხომ ასეთი საკულტო ქალაქია..  თბილისი შედეგებით გაფრინდა, მან ყველას გადაუარა! მახსოვს მეოთხედფინალიც - თბილისი VS მალიორკა, რომელიც საკმაოდ პოპულარული ტურისტული ადგილია. ვფიქრობდით - ო, ღმერთო, საწყალი მალიორკა, ჩვენ ძალიან ვწუხდით მათ გამო, თბილისმა მასაც ბულდოზერივით გადაუარა, გზად ვერაფერი აჩერებდა! საქართველოს აქტიურობა წარმოუდგენლად დიდი იყო. მაგალითად, ვნახეთ რომ ბარსელონას და პარიზის დაპირისპირებას 50-დან 100-მდე გაზიარება ჰქონდა. რაც არც გაგვკვირვებია, ეს ხომ ორი ბუმბერაზი ქალაქია. მერე კი ვნახეთ ლონდონი VS თბილისი, რომელსაც 4-5 ათასი გადაზიარება ჰქონდა, რაც გაცილებით მეტია. ეს იყო ყველაზე წარმატებული ისტორია, რომელიც აქამდე გვქონია. დაუჯერებელი იყო ქართველების ერთიანობა და ის, თუ როგორი ამაყები იყვნენ თბილისის გამარჯვებით. ჩვენ ძალიან მადლიერები ვიყავით თქვენი აქტიურობით და დიდი მადლობა ამისთვის“, - ამბობს ავიაკომპანიის სოციალური მედიის მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები