მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისსა და იმერეთში შეზღუდვები წესდება - პრემიერის განცხადება

5f88150a1d356
ინგა მურუსიძე
15.10.20 13:25
5391

ხვალიდან, თბილისსა და იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც ჩანს, ჩვენი ნიშნული მომდევნო დღეებში 1000-ს გადააბიჯებს. მსოფლიოში ძირითადად ლოქდაუნის მიდგომაა, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომა და ჩვენი მიზანია კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გამოვიყენოთ წერტილოვანი შეზღუდვები. გადავწყვიტეთ, რომ თბილისში და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები შეიზღუდება 22:00 საათიდან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 366 შემთხვევა თბილისში, 286 აჭარაში, 104 კი იმერეთში გამოვლინდა.