მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში 5 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

60ddc0cb1b94b
ინგა მურუსიძე
01.07.21 17:51
987
კომპანია GWP-ის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში, 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

მათი განმარტებით, ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მიწის სამუშაოების წარმოებისას, კომპანია "GWP"-მ "თბილისი ენერჯის" კუთვნილი გაზსადენი დააზიანა.

ავარიის შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა: საბურთალოს რ-ში - გაგარინის ქ. 18-ში, 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერის” საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლებაში – არდაზიანის, წულუკიძის, ზემო ვეძისის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ზემო ვეძისის ქ. 6ა-ში - შპს “ამხანაგობა ლისის 2015”, ზემო ვეძისის ქ. 4,2ა,3ა-ში - შპს “თბილისი ტურიზმის ცენტრის”, იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა ,,გაგარინის 18”-ს, გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერის”, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ზემო ვეძისის ქ. 103-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ზემო ვეძისის ქუჩისა და ჩიხის, ივანე ბერიტაშვილის, ოსეთის ქ. 46ა, ზემო ვეძისის ქ. 29/3, 33/7, 34/5, 35/4, 30/3-ში მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე ზემო ვეძისის ქ. 4-ში – შპს “თბილისის ტურიზმის ცენტრს”, ზემო ვეძისის ქ. 1-ში – შპს “ტიფლისი-პერმ გრუპი”, შპს “მორენა–პრო”, შპს “ტურიზმის ცენტრი”, გაგარინის ქ. 29-ში – "საქართველოს ბანკის" სათაო ოფისს, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისათვის”, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს ,,საშხაპეს”, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე სს ,,საქართველოს ბანკის სათაო ოფისსა” და მიმდებარედ განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს.

დიღომში – ვაშლიჯვარის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ვაშლიჯვარში – მარშალ გელოვანის გამზირის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ვალენტინ თოფურიძის, არზაყან ემხვარის, მუხრან მაჭავარიანის, იასამნის, გვირილების, ბროწეულის ქუჩებისა და ასევე გელოვანის გამზ. 4-ის (ყოფ. ინდუსტრიული კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას) მოსახლეობას, სოფ. დიღომში – ნატბეურების დასახლებას, სოფ. დიღომი – დიდგორის ქ. 2, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შპს ,,სოკარ პეტროლიუმისა” და შპს ,,მმს-გაზის” გაზგასამართ სადგურებს, შპს ,,ბელუქსს”, შპს ,,იბერია ავტო ჰაუსს”, ვაშლიჯვარის დას-ში – საქართველოს ბანკის ფილიალს, მე-4 პოლიკლინიკას, შპს ,,იფქლი პირველს”, შპს ,,ოჯთ ომეგას”, შპს ,,ჰიდროსერვისს”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტს, სსიპ ,,თბილისის სახელმწიპი სამედიცინო უნივერსიტეტის ფილიალს”, შპს ,,ჰერმესს”, შპს ,,პრესტიჟს”, შპს ,,საქართველოს ქვა”-ს, მარშალ გელოვანის გამზ. 2-ში მდებარე რადიო ფორტუნას შენობაში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, გელოვანის გამზირზე, ნაკვ, 3/3-ში - რესტორან ,,ვეფხი და მოყმეს” (შპს ,,ხარება-777”), სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, პროფესიულ კოლეჯს ,,იკაროსს”, სსიპ ,,ღვინის ეროვნულ სააგენტოს”, შპს “ფერმა მარკეტს - აგრო ჰაბი, სუპერმარკეტ “ბრიკორამას” (შპს “ბრიკო კავკასუსი”), ავეჯის სახლს - შპს “მიას,” ჯვართამაღლების სახელობის ტაძარს, შპს “სადილი ჯის”, შპს “საშხაპეს”, საბავშვო ბაგა-ბაღს “სინათლე”, საჯარო სკოლა # 158-ს, საბავშვო ბაგა-ბაღს # 70 და სხვა; ნუცუბიძის პლატოზე - ლისის ტბის მიმდებარედ – შპს ,,ლისი ვერანდას” (,,ლისი ფო” – ცაცხვების, თუთის ქუჩა) საცხოვრებელი კომპლექსის (A, B, C, D, F, G, H-ბლოკები), ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 42, 43, 55, 55ა, 55ბ, 55გ, კორპ. 35-ის ნაწილს, ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 36-ის მიმდებარედ (კორპ. 35-ის მიმდებარედ), ნუცუბიძის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. 21დ (იგივე ნუცუბიძის IV მ/რ, კორპ. 20-ის მიმდებარედ), კონსტანტინე კაპანელის ქ. 21-ში მდებარე შპს ,,თეთრი სამყაროს”, საცხ. კორპუსის, ასევე სოფ. თხინვალას მიმდებარედ – ავთო ვარაზის ქ. 44-ში მდებარე შპს ,,გრინ დეველოპმენტისა” და ლისის საკრებულოს, ნაკვ. 719-ში მდებარე შპს ,,AGHABY GROUP”-ის, ნუცუბიძის ფერდობზე – ფერმწერთა ქ. 38-ში (ფერმწერთა ქ. 38-1, 38-2) მდებარე შპს “ენ კაპიტალის”, ავთო ვარაზის I შ. 3-ში მდებარე შპს ,,ტერასა საბურთალოს”, ავთო ვარაზის ქ. 107-ში მდებარე შპს ,,მწვანე უბანი ლისთან” საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, სოფ. თხინვალას, სოფ. აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, ფერმწერთა ქუჩის, ავთო ვარაზის, ნინო ზაალიშვილის, ალექსანდრე ბანძელაძის, ზარწემის, ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვემო ლისი, ლისის ჭაობის მიმდებარედ, ჭაბურღილთან), ლისის საკრებულოსა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობის ნაწილს, სოფ. თხინვალასა და მიმდებარედ შპს ,,გრინ დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კორპუსის, სოფ. აგარაკების კერძო სექტორის მოსახლეობას, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს, ფერმწერთა ქუჩის, ნუცუბიძის ფერდობზე ,,SOS” ბავშვთა სოფელს, შპს ,,თბილისი იპოდრომ სერვისს”, სხივური მედიცინის ცენტრს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას, სკოლა-ლიცეუმ ,,მწიგნობართუხუცესს”, შპს ,,ლისის ტბას”, შპს ,,ლისის აბანოებს”, ბრიტანულ-ქართულ აკადემიას, შპს ,,ათასწლეულის სკოლას", ინტენსიფიკაციის ქუჩაზე მდებარე სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – 112-ის შენობას“ და სხვა.

გაზის მიწოდება ეტაპობრივად დღეს დაიწყება და სრულად აღდგება ხვალ 16:00 საათისთვის. "თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.