მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - მთავრობის სტრატკომი

617ec607aac3d
BM.GE
31.10.21 20:33
3890
დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ. "ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.

“ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს. საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება”, - აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.