საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მისი მოადგილე ილია შამუგია შეასრულებს.
რევაზ ჯაველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 2021 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ასევე მთავრობის საპარლამენტო მდივანიც იყო. მანამდე 2018-2021 წლებში რევაზ ჯაველიძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ზრდა“ პროექტის ახალგაზრდული პროგრამის ხელმძღვანელი იყო;
2010-2014 „ტეტის პეტროლიუმ ლიმიტედის“ კომპანიათა ჯგუფის იურიდიული მენეჯერი;
2009-2010 სს „თბილავიამშენის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი;
2007-2008 შპს „ვიტელ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
2006-2007 სს „ტელენეტის“ იურიდიულ და კორპორაციულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი/ მთავარი იურისტი;
2006 საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის „ბუზ ალენ ჰამილტონის“ კონსულტანტი ;
2004-2006 სს „გაერთიანებული ტელეკომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
2004-2006 ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე/ მთავარი იურისტი
2004 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი
2000-2003 საერთაშორისო იურიდიული ფირმის „ბეიკერ ენდ მაკენზი დსთს“ (ბაქო, აზერბაიჯანი; მოსკოვი, რუსეთი) იურისტი;
1998-1999 საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის იურისტი;
1998-1999 საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის იურისტი