30.იანვარი .2021 23:02

თებერვლის შუა რიცხვებისთვის „Pfizer-ის“ ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ - გაბუნია

თებერვლის შუა რიცხვებისთვის „Pfizer-ის“ ვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ - გაბუნია
views 4809
უკან

დღეს უკვე მივიღეთ საბოლოო დასტური, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად, ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქსის პლატფორმას 18 იანვარს გაუგზავნა მოთხოვნა, რომ ჰქონდა სრული მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად უმოკლეს პერიოდში.

„დღეს მივიღეთ საბოლოო დასტური, რომ ქვეყანა თებერვლის შუა რიცხვებისთვის მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას 29 250 დოზის ოდენობით. პირველი ჯგუფი, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფია და ეროვნული გეგმის მიხედვით განსაზღვრულია როგორც მთავარი, პირველი რიგის პრიორიტეტი, ეს გახლავთ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები და ამდენად პირველი დოზები სწორედაც მიმართული იქნება მათკენ. როგორც მოგეხსენებათ, ორი დოზაა საჭირო, ანუ 15 000 სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის აცრა მოხდება. შემდეგ უკვე გაგრძელდება ვაქცინაცია დანარჩენი პრიორიტეტული ჯგუფებისთვის. ეს გახლავთ გრძელვადიან დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები, მათი მომვლელები. ამის შემდეგ უკვე მოდის ის ასაკობრივი ჯგუფები, რომელიც ყველაზე მაღალი რისკის მატარებელია, 75 წლის ზემოთ მოსახლეობა, 65-დან 75 წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე სტრატეგიული სერვისების მიმწოდებელი პირები, როგორიც გახლავთ მაგალითად ჯარი, პოლიცია, პედაგოგიური პერსონალი და შემდეგ უკვე ამას მოჰყვება სხვა მოსახლეობა მოსახლეობა და ჯამურად იცით, რომ 2021 წლის ბოლომდე რომ 60 პროცენტის მოცვა არის დაგეგმილ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, 72 ქვეყნის განაცხადი განიხილა რეგიონულმა კომიტეტმა, რომელიც შემადგენლობაშიც შედიოდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინაციის გლობალური ალიანსის და მთელი რიგი ორგანიზაციების ექსპერტები.

„ვაქცინაციის პროგრამის მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით შეირჩა ის ქვეყნები, რომლებიც ამ ეტაპზე მიიღებენ ვაქცინების პირველ დოზებს. ასევე არის მითითებული იმავე წერილში რომ ასტრაზენეკას დოზები არის მოსალოდნელი და განსაზღვრული საქართველოსთვის, უკვე მალევე პირველი კვარტლიდან, 300 ათასზე მეტი დოზა უნდა მივიღოთ ჩვენ პირველ და მეორე კვარტალში ასტრაზენეკას ვაქცინის, რათა გაგრძელდეს შემდეგ პრიორიტეტული ჯგუფების მოცვა. „ფაიზერის“ ვაქცინისთვის, როგორც ვიცით, საჭიროა, ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმი. განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს, აქედან გამომდინარე შეირჩევა ის დიდი კლინიკები, სადაც მოხდება კონცენტრირებულად ნაკადების მართვა. ბათუმში ერთი კლინიკა იქნება საკმარისი, ქუთაისში ვფიქრობთ ორი-სამი კლინიკის შერჩევაზე და წინასწარი სია უკვე არსებობს.

თბილისშიც იქნება ასევე სამი ან ოთხი კლინიკა. ამას ზუსტად უკვე მოგახსენებთ ორშაბათ-სამშაბათს, როცა დადგინდება დეტალური სია, რადგან ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უკვე თებერვლის შუა რიცხვებში, რომ დავიწყოთ პირველი დოზების შესრულება. „ფაიზერს“ სჭირდება მინუს 90 გრადუსიანი ცივი ჯაჭვი. შენახვის პირობები არის ლუგარში და ლუგარის ფილიალებში ბათუმში და ქუთაისში, შემდეგ ამ მინუს 90 გრადუსიდან გამოტანის შემდეგ, ვაქცინა 2-დან 8 გრადუსამდე ინახება 3-დან 5 დღის განმავლობაში. ეს იქნება ზუსტად ის დრო, რაც დაეთმობა უშუალოდ ვაქცინაციის პროცესს, ჩვენ ვგეგმავთ 3-დღიან ინტერვალს“, – განაცხადა გაბუნიამ.

 

წყარო: 1TV.GE

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა