მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკი მოეწყობა - პროექტი 35 მლნ ჯდება

60238db408da5
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.21 11:51
2803
"თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ პარკი 22 ჰა-ზე განთავსდება და ის საბოლოო სახეს 2022 წლის დეკემბრისთვის მიიღებს.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში დაჭაობებული და ნაგავსაყრელად იყო ქცეული.

"პირველ რიგში, მოხდება დაჭაობებული მიწის მოჭრა და სამუშაობი უკვე მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება სკეიტ-პარკი, სარბენი ბილიკები, სასეირნო-საველოსიპედო ბილიკები, მოეწყობა სპორტული და საბავშვო ბილიკები, ტერიტორიაზე იქნება, ასევე, კაფე, მედიათეკა, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული ზონა.

ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება 2 ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს; მოეწყობა განათების და სარწყავი სისტემები და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემები, რათა სივრცეები მაქსიმალურად დავიცვათ ვანდალიზმისგან და ასევე, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება. პროექტი 2022 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაობს ხვალ, 11 თებერვალს თავად მოინახულებს.

როგორც bm.ge-ის თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.