“მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად, მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა”,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა. ასეთი ხედვა კი “ლელომ” “ახალი მარშალის გეგმით” უკვე წარმოადგინა.
“მამუკა ხაზარაძის განვლილ ცხოვრებასა და მის გაკეთებულ საქმეებს თუ გადავხედავთ, რა სირთულისა და სიძლიერის ბიზნესები აქვს გაკეთებული ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც წარმოდგენილია. მხოლოდ კანდიდატურის დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებენ გამარჯვების შემდეგ. კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ ცოდნით და ზოგადი ხედვით. ეს ხედვა კი “ლელომ” და მამუკა ხაზარაძემ “მარშალის გეგმის” სახით წარმოადგინეს. ყველა კანდიდატის, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ანალიზი და კრიტიკულ ჭრილში შეფასება უნდა გაკეთდეს.
ეს ანალიზი კი მოიცავს შემდეგს: რა ხედვა და გეგმა აქვს კანდიდატს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ; როგორ განახორციელებს ამ გეგმას.
გეგმის დაწერა და შედგენა არის მარტივი, მთავარია მისი სწორად შესრულება და იმ გარემო პირობებზე მორგება, სადაც ვიმყოფებით,” - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენის თქმით, “ლელოს” “ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური, თუმცა ის ანალიზის შედეგადაა მიღებული.
“მიუხედავად იმისა, რომ “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური. რაც ამ გეგმაში ნათლად ჩანს, არის ის, რომ ანალიზისა და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობის შედეგადაა მიღებული. მსგავსი გეგმის შედგენის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოტენციალი და მისი შესაძლებლობები, აქ კი ჩანს, რომ “ლელოს” გუნდს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. ეს გეგმა კი უნდა შეასრულოს გუნდმა, რომლითაც პარტია დაკომპლექტდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლელო” არის ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი, ახალი შემართებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გეგმა სრულყოფილად გაშალონ და მოარგონ ქვეყანას,” - აღნიშნა ჭყონიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?