მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტექდათვალიერების შესახებ ყალბი დასკვნების გაცემისთვის ორი პირი დააკავეს

5e391097c7e70
BM.GE
04.02.20 10:30
1446
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე, ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის - ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.