მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA აშშ-ში $3.6 მილიარდად ახალ ქარხნებს ააშენებს

63d0efbdec7d8
გიორგი თოლორდავა
25.01.23 13:06
891
ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla აშშ-ში, ნევადას შტატში დამატებით ორ ქარხანას ააშენებს, ინვესტიციის წინასწარი მოცულობა 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ქარხნების მშენებლობის გარდა, Tesla ნევადაში დამატებით 3,000 თანამშრომლის დასაქმებასაც გეგმავს, მათი უდიდესი ნაწილი კი ელექტრო სატვირთოს, Semi-სა და ბატარეების წარმოების მიმართულებით გადანაწილდება.

კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, ნევადას ქარხნების ჯამური საწარმოო შესაძლებლობა წლიურად 2 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს მიაღწევს.

საერთო ჯამში, Tesla-ს უკვე აქვს ნევადას შტატში 6.2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელებული და კომპანია უკვე ასაქმებს 11,000-ზე მეტ თანამშრომელს.

საწარმოო შესაძლებლობების გაზრდის მიზანი Tesla-ს ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიცირებაა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.