მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებს HACCP სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ

63adaec0317d8
BM.GE
29.12.22 21:27
1085
სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს 2023 წლის 1 ივნისამდე ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) დანერგოს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, HACCP-ის სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას, ასევე რისკების პრევენციის შედეგად ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა 2015 წლიდან სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვასთან დაკავშირებით, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო წარმოებებისა და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესოპერატორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის არსებულ პრაქტიკაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აღინიშნა, რომ წარმოებებში ახალი რეგულაციის ეფექტიანად დანერგვისა და ბიზნესის წარმოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის სააგენტო ბიზნესსექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.