მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება - შემოსავლების სამსახური

618e51e43498d
BM.GE
12.11.21 15:35
938
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უნდა განხორციელდეს.

"დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმული: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=471 სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299.

აღსანიშნავია, რომ გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პრიორიტეტს, შესაბამისად, უწყება ახორციელებს ვალდებულების მქონე გადასახადის გადამხდელთა მუდმივ მონიტორინგს.

დღეის მონაცემებით, 301 826 ფიზიკურმა პირმა უკვე წარმოადგინა ქონების დეკლარაცია და დარიცხული თანხის საერთო ოდენობამ 75 178 005 ლარი შეადგენა"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.