მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელ ნოემბერს, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

შემოსავლების სამსახური
BM. GE
25.10.23 13:34
321

ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი ახლოვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს, რომელშიც განმარტავს რა შემთხვევაში უნდა შეავსონ ფიზიკურმა პირებმა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი არაუგვიანეს 1 ნოემბრისა ვალდებულია წარადგინოს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია თუ:

  • საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა ან სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით;
  • პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2022) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და სხვა).

დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები.

აქვე შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 ნოემბრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები