ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. ქონების გადასახადი სხვა გადასახადებისგან განსხვავებით ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებისკენ მიემართება, ამ გასულ წელს თვითმმართველობებმა 648 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2022 წელთან შედარებით 45 მილიონი ლარით მეტია. მათ შორის ზრდა ფიზიკური პირების მიმართულებით 12.3 მილიონი ლარია, ხოლო იურიდიული პირების მხრივ ქონების გადასახადის აკრეფის მატება 32 მილიონი ლარია.
გადამხდელების მიხედვით, ქონების გადასახადი ასე ნაწილდება:
- იურიდიული პირების ქონების გადასახადი - 565 მილიონი ლარი;
- მათ შორის - გადასახადი ქონებაზე გარდა მიწისა - 496 მილიონი ლარი;
- მათ შორის - გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 8.7 მილიონი ლარი;
- მათ შორის - გადასახადი არასასოფლო დანიშნულების მიწაზე - 60.8 მილიონი ლარი;
ფიზიკური პირების ქონების გადასახადი - 82.6 მილიონი ლარი;
- მათ შორის - არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენებულ უძრავ ქონებაზე - 50.1 მილიონი ლარი;
- მათ შორის - გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე - 20.2 მილიონი ლარი;
- მათ შორის - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი - 12.3 მილიონი ლარი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, 2023 წელს ქონების გადასახადის დეკლარაცია 366,706-მა პირმა შეავსო, ერთი დეკლარაციის საშუალო ღირებულება 230 ლარს შეადგენდა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, ფიზიკური პირების მიერ დეკლარირებული გადასახადის მოცულობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.