28.ივლისი .2022 17:04

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
views 1824
უკან

28 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.88 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7703 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა 1.37 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8071 ლარი გახდა.

0.43-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3565 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.08 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.45  თეთრი გახდა.