08.აგვისტო .2020 14:20

ყველაზე დატვირთული კახეთის სასტუმროებია - თიბისი კაპიტალის კვლევა

views 833
უკან

კახეთის მსხვილი სასტუმროების საშუალო დღიური ფასი აგვისტოში დაახლოებით განახევრებულია, ხოლო დანარჩენ სასტუმროებში შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება, - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.

კვლევის თანახმად, აგვისტოს ჯავშნების მიხედვით მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 2.7%-ია, ზღვისპირეთში 6%, კახეთში 19% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 11% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).

ამასთან, ივლისის ფაქტობრივი დატვირთულობა მსხვილ სასტუმროებში ზღვისპირეთისათვის 16%-ს შეადგენდა, 20%-ს სხვა რეგიონებისათვის და 37%-ს კახეთისათვის. თიბისი კაპიტალი მიუთითებს, რომ ეს აგვისტოში ჯავშნების მოსალოდნელ ზრდაზე მიანიშნებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა