მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის იმსჯელებს მთავრობა კომენდანტის საათის მოხსნაზე? - თურნავას პასუხი

60bddb8013756
ინგა მურუსიძე
07.06.21 12:39
4936
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სახმელეთო საზღვრის გახსნიდან 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება, რა შედეგი მოიტანა ამ მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებამ. სავარაუდოდ, მთავრობა კომენდანტის საათის შესაძლო გაუქმების საკითხზე სწორედ ამის შემდეგ იმჯელებს.

გარდა ამისა, მედია დაინტერესდა, განიხილავს თუ არა მთავრობა კომენდანტის საათის მოხსნას ტურისტულ რეგიონებში.

„მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრე ვარ ლიბერალიზაციის, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ დაბალანსებულ გადაწყვეტილებას, რადგან პანდემია არ დაგვისრულებია და რეალურად, ჩვენი ჯანდაცვის სექტორის, ჯანდაცვის სამინისტროს და მთლიანად საექიმო კორპუსის დამსახურებაა, რომ გახსნას ვახერხებთ. მე არ მიმაჩნია სწორად რეგიონული მიდგომა, რადგან საქართველო მთლიანად ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილია. ტურისტების ქცევას ვაკვირდებით და ცოტათი შეიცვალა, უფრო ხანგრძლივად შემოდიან, ცდილობენ ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიარონ და ჩვენ გვინდა, რომ ერთიანი წესი დავახვედროთ“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობა კომენდანტის საათს ნელ-ნელა ამცირებს, რაც ნიშნავს, რომ პროცესი გაუქმებამდეც მივა.

„ალბათ დადგება დრო, როცა ღამით გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებაზე ვისმჯელებთ, ნელ-ნელა აქეთ მივდივართ, თუმცა ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები და 1,2, 3 კვირა ყოველთვის სჭირდება, რომ დინამიკას დავაკვირდეთ. ლოგიკურია, რომ ამაზე გავაგრძელოთ მსჯელობა.

არ მინდა დაპირება მოგცეთ, რადგან ეს არის კოლეგიალური გადაწვეტილება. ერთი, რომ რეგიონული მიდგომა არ გამოგვადგება, ხოლო 2 კვირის თავზე გამოჩნდება სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა, ხოლო ამის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ ვიფიქროთ ამის გაუქმებაზე საერთოდ“, - განაცხადა თურნავამ.