მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისიმ და USAID-მა IT ტექნოლოგიების შემსწავლელი 2-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყეს

BM.GE
06.07.23 11:09
104
თიბისიმ და USAID-მა ტექნოლოგიური განათლების ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი პროგრამა დაიწყეს, რომელიც ორი წლის განმავლობაში 9 სხვადასხვა მიმართულებით 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადება-გადამზადებას ითვალისწინებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ICT სფეროში დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კურსების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა დაიწყონ ან განავითარონ საკუთარი კარიერა ტექნოლოგიურ სფეროში და თიბისისა და მის პარტნიორ კომპანიებში დასაქმდნენ.