ავტოდაზღვევის გასამარტივებლად, „თიბისი დაზღვევამ“ აპლიკაციაში უკვე ავტოდაზღვევაც დაამატა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „თიბისი დაზღვევის“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა ღაძაძემ განაცხადა.
„თიბისი დაზღვევის დევიზი ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა და ძირითადად ფოკუსირებულია ფინანსური მომსახურების სფეროში. საბანკო მომსახურებების დიდი ნაწილი უკვე მობაილ ბანკინგით ხორციელდება, ახლა გვინდა დაზღვევაც გავაციფრულოთ. თიბისი დაზღვევის აპი უკვე 1 წელია მუშაობს სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით, ახლა ამ აპლიკაციას ავტოდაზღვევის ნაწილიც დავამატეთ“, - განაცხადა პაატა ღაძაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ეს შეეხება ინდივიდუალურ ავტოდაზღვევას და პოლისზე მიბმული ყველა ტიპის სერვისი აპრობირებული, ციფრული, მარტივი და სწრაფია. ავტოდაზღვევის ყველა ტიპის კომპონენტის მართვა აპლიკაციის საშუალებით მოხდება.
„შეიძლება დასაწყისში ბევრი რაღაც არ მოიცვას, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა თითოეული ციფრული ინსტრუმენტი მაქსიმალურად გამოყენებადი გახდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. უკვე ჯამში 25 ათასი ავტოდაზღვევა გვაქვს, აქედან ინდივიდუალური დაახლოებით 16 ათასია და ვფიქრობ სწრაფად უნდა მოხდეს მისი პენეტრაცია და სწრაფად გაიგებენ ამის გემოს ჩვენი დაზღვეულები", - აღნიშნა პაატა ღაძაძემ.
მისივე თქმით, ავტოდაზღვევის ნაწილში მომხმარებლის 34% ანაზღაურებას 1 საათში იღებს, 60%-ზე მეტი დაახლოებით 3 დღის განმავლობაში.
ინფორმაციისთვის, ავტოდაზღვევის დამატება აპში მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ციფრულად ისარგებლოს დაზღვევის მომსახურებით, რაც გულისხმობს: პოლისების განახლებასა და მართვას, პრემიის გადახდას, უფლებამოსილი მძღოლის დამატებას და ა.შ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი