რეგიონის წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია, თიბისი, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყოთ კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდეთ 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.
თიბისი ახალ წევრებს როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს და მათ თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, გამორჩეული დიზაინის მქონე მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს და, რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს სთავაზობს.
"უკვე სამი ათწლეულია, თიბისი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები და ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. თიბისიში ყველა ადამიანს ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ქვეყანაში გამორჩეულ სამუშაო კულტურას ვქმნით", — ამბობს გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს თიბისი კარიერა.
თუ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გინდათ, თიბისის თავი გააცნოთ, მაშინ ამ ბმულზე ატვირთეთ რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც თქვენს ისაუბრებთ საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, განმარტავთ, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურთ თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ თქვენი საკონტაქტო დეტალების გაზიარება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო