მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი კაპიტალი" წელს უძრავი ქონების 10%-ით გაიაფებას პროგნოზირებს

5ec11ce494ab6
თელარა გელანტია
17.05.20 16:08
1511
„აპრილში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 90%-ით არის შემცირებული“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ მომზადებულ კვლევაში - „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“ არის აღნიშნული.

უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით კვლევის ავტორების ძირითადი პროგნოზები ასეთია:

1. 2020 წელს ტრანზაქციების 30%-ით შემცირებაა მოსალოდნელი (-70% II კვარტალში), ხოლო ფასი (აშშ დოლარში) წლიურად 10%-ით შემცირდება;
2. 2021 წელს მოთხოვნის ნაწილობრივ დაბრუნებაა მოსალოდნელი (ტრანზაქცია დაახლოებით, 10%-ით ნაკლები, ხოლო ფასი 0-5%-ით ნაკლები ვიდრე 2019 წელს);
3. ახალი მშენებლობის ნაწილობრივ შეჩერება 2021-2022 წლებში მოთხოვნა-მიწოდების მეტ თანხვედრას გამოიწვევს;
4. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯმა შესაძლოა გაუმჯობესება დააჩქაროს ბათუმში, სადაც უძრავი ქონება ძირითადად საინვესტიციო მიზნით იყიდება;
5. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოთხოვნის სწრაფი დაბრუნება: 2016-2019წ. უცხოელებმა თბილისში ბინების დაახლოებით - 10%, ხოლო ბათუმში <40% შეიძინეს;
6. სახელმწიფო აქტიურად მუშაობს სექტორში პირველად და მეორად ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირების პროგრამებზე, რასაც დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია.