თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს. პუბლიკაციის თანახმად, არსებული ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, შესაძლოა, 8%-დან 10%-მდე გაიზარდოს.
„საგარეო ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე. უფრო მეტიც, წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებითაა გამოწვეული.
ამავდროულად, საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები, მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა. როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომის ზრდის შემდეგი პროგნოზი არსებული, 8%-ზე უფრო მეტიდან, დაახლოებით 10%-ით განისაზღვრება.
ინფლაციის მხრივ საყურადღებოა, რომ მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა შემცირების ტენდენცია მაისშიც იკვეთება.
ცნობილია, რომ ხშირად მწარმოებელთან ფასების დინამიკა სამომხმარებლო ფასების წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული გაიაფება.
წინა კვირაში მაისის დაკრედიტების სეგმენტების მიხედვით სტატისტიკა გახდა ხელმოსაწვდომი. ამ მხრივ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კვლავ სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ადრინდელ შეფასებას, რომ სამომავლოდ, აღნიშნულ სეგმენტში აქტივობის ნორმალიზებაა მოსალოდნელი“, - წერია ანგარიშში.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე