მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი: მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს ვთავაზობთ

5e6f7763e2825
BM.GE
16.03.20 16:55
560
დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, თიბისის მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ.

ამის შესახებ bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს.

"მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;

1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;

პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას;

კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.