მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში"-თან ერთად 600-ზე მეტი სესხი გვაქვს გაცემული - გოგა თხელიძე

64abca9f99f38
BM.GE
10.07.23 23:00
1163
სტატიაში საუბარია:
TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო სააგენტო “აწარმოე საქართველოსთან” ერთად თანამშრომლობით ბანკს 600-ზე მეტი სესხი აქვს გაცემული.

“ბოლო ორი წელი ჩვენი თანამშრომლობა ახალი პროექტების კუთხით ძალიან აქტიურია. სტატისტიკური მონაცემები რომ გითხრათ დღეის მდგომარებით, გვაქვს დაახლოებით 570 მლნ პორტფელი შექმნილი აწარმოესთან ერთად ერთობლივად დაფინანსებულ პროექტებში.

ეს არის 600-ზე მეტი ინდივიდუალური სესხი, რაც გაცემული გვაქვს. ჩვენი მხრიდან ძალიან აქტიურად ხდება იმ პროგრამების ათვისება, რაც გამოტანილია “აწარმოე საქართველოშის” მხრიდან.

ჩემი აზრით, სწორი იქნება ბიზნესის მოსმენა იმაზე თუ რა დამატებითი საჭიროებები გვაქვს",-ამბობს თხელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები